სააკაშვილი: «მე საქართველოში საკანში წყნარად ჯდომას და ლუღლუღს არ ვაპირებ, ვაპირებ ბრძოლას! ლაზიკის გახსნა მე მომიწევს» (ვიდეო)
პოლიტიკა
სააკაშვილი: «მე საქართველოში საკანში წყნარად ჯდომას და ლუღლუღს არ ვაპირებ, ვაპირებ ბრძოლას! ლაზიკის გახსნა მე მომიწევს» (ვიდეო)

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დააკავოს და მისი საქართველოში ექსტრადირება მოახდინოს. პარტიის „Рух новых сил“ ლიდერის თქმით, უკრაინის პროკურატურამ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება უკვე დაიწყო, თუმცა  უკრაინის ხელისუფლება მხდალია და ის ყველაფერზე არის ხელის მომწერი (ვიდეო იხ. აქ).
"ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ივანიშვილის მოლაპარაკებით წაუცდათ ხელი ჩემს მოტაცებაზე, ჩვეულებრივი პროცედურებით ეგენი ვერ გადამცემენ. ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, მტაცონ ხელი და ჩამტენონ თვითმფრინავში. არ მეპარება ეჭვი, ამას მოჰყვება პრეზიდენტის დამხობა. მეორე - ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქისტვას საქართველოდან. თუ ასე გამიკეთეს, მე საქართველოში საკანში წყნარად ჯდომას და ლუღლუღს არ ვაპირებ, ვაპირებ ბრძოლას!", - განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.