არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის კომენტარს შორის არ არსებობს - შსს
სამართალი
არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის კომენტარს შორის არ არსებობს - შსს

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის კომენტარს შორის არ არსებობს. ორივე შემთხვევაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო ფრაგმენტული ჩანაწერი გამოძიებას მიეწოდა.
შალვა ხუციშვილმა განმარტა, რომ შსს- მის ხელთ არსებული ყველა ჩანაწერი პროკურატურას გადასცა. მისივე ინფორმაციით, ამ ჩანაწერებზე დაფიქსირებულია პავლე - ცუდად გახდომის შემდგომი ეპიზოდი, თუმცა, სამწუხაროდ, მათში არ არის ასახული მისი დაკავების მომენტი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ თავის განცხადებაში ზუსტად იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა.