„ბერლუსკონისთან ვმეგობრობ, პუტინს არ ვიცნობ“: კახი კალაძე - თბილისის ახალ მერად არჩევაზე, რენოვაციასა და სააკაშვილზე
საზოგადოება
„ბერლუსკონისთან ვმეგობრობ, პუტინს არ ვიცნობ“: კახი კალაძე - თბილისის ახალ მერად არჩევაზე, რენოვაციასა და სააკაშვილზე

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის ახალმა მერმა კახი კალაძემ ტელეარხ „Дождь“-ს ინტერვიუ მისცა, რომლის სრული ვერსია არხმა ფასიანი გახადა.
„მილანში კარგად ვცხოვრობდი, კარგი ხელფასი მქონდა. და მაინც, დასვენების დღეებში, არდადეგებზე ყოველთვის თბილისში ჩამოვდიოდი. ყოველ ჯერზე ბათუმში ვისვენებდი, იმიტომ რომ ძლიერი ნოსტალგია მქონდა. ძალიან მძიმე დრო იყო. სხვაგვარად მოაზროვნე, სხვა პოლიტიკური ხედვის მქონე ადამიანები სააკაშვილისა და მისი მთავრობის მტრები იყვნენ. ამიტომ კარგად ვაფასებდი სიტუაციას - რა და როგორ იქნებოდა. და მეც გადავწყვიტე, რომ იქ უნდა ვიდგე, სადაც ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვანია. ჩამოვედი და მუშაობას შევუდექი.
კარგი ურთიერთობა გვქონდა (სააკაშვილთან - საქინფორმი)... საერთოდ, გუნდი, ბევრი მათგანი - ვმეგობრობდით. იმიტომ რომ ყველას რაღაც კარგი უნდოდა... შევარდნაძის ხელისუფლების მერე ქვეყანაში ბევრი რამის შეცვლა სურდათ. და ძალიან კარგად დაიწყეს. ყველა მხარს ვუჭერდით, მეც იმას ვაკეთებდი, რაც შემეძლო, ყოველთვის ღიად ვაქებდი და ასევე ღიად ვეუბნებოდი, რა არ მომწონს, რა არ ვარგა. მერე კი როგორ დაამთავრეს, თვითონაც ხედავთ...
თუ გადმოგვცემენ (სააკაშვილს - „Дождь“), რა შემიძლია ვთქვა... აქ კანონი ელოდება. ბევრი შეკითხვა არსებობს, მათ შორის, პროკურატურისგან. და მან ამ შეკითხვებს უნდა უპასუხოს.