სამართალი
“ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ე.წ. ბონუსების სისტემას აუქმებს და ბლოკების დაშვებას უზრუნველყოფს, პატარა პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს” - გია ვოლსკი

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. "ამ შემთხვევაში ოპოზიციას ვერ ვხედავ, როგორც პარტიულ გუნდს. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელიც ცდილობს, ვითარება რაც შეიძლება დაძაბოს. კონსტიტუცია ჩამოყალიბებული დოკუმენტია, რომელიც სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების ბალანსს და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პასუხისმგებლიანი იქნება ოპოზიციისა და თუნდაც პრეზიდენტის დამოკიდებულება. ეს ხუთი პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტია და დიდი ბჭობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს ოთხი საკითხი წინ წამოვწიოთ, რაც პატარა პარტიების გაძლიერებას ხელს შეუწყობს. თუ შერეულ სისტემას 2020 წლისთვის ვტოვებთ, ეს იმ იმედით ხდება, რომ ახალი თაობის პარტიები ქვეყნის მართვაში 2024 წელს კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ. 2020 წლისთვის ამის რეალური რესურსი არ გაგვაჩნია და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის წინაშე დავაყენებთ", - განაცხადა ვოლსკიმ.