პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ „საქართველო-ნატო-რუსეთის“ კომისიის შექმნას და მოსკოვთან და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის დაწყებას მოითხოვს

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ოპოზიციური საპარლამენტო პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისის ცენტრში მრავალათასიან უვადო აქციას ატარებს.
გადადგეს ეს მატყუარა ხელისუფლება, რომელმაც უკვე ნეპოტიზმში, სიღარიბეში, სიღატაკეში, კორუფციაში ჩაძირა მთელი ქვეყანა, რომელმაც ერთი კვირის წინ კიდევ ნათლად დაგვანახ, რომ ძალაუფლების უზურპაციას ახდენს არჩევნების გზით და სრულად გააკონტროლა ჩვენი ამომრჩევლის ნება, რაც კანონით დაუშვებელია“, - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ.
მისი თქმით, ძალაში რჩება პარტიის ძველი მოთხოვნები, რომლებითაც ის ჯერ კიდევ არჩევნებამდე მართავდა საპროტესტო აქციებს: საკონსტიტუციო რეფორმის გატარება;საქართველო-ნატო-რუსეთიკომისიის შექმნა; მოსკოვთან და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის დაწყება; სოციალური საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც იპოთეკარებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეხება.