პოლიტიკა
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის პრემიერი საქართველოს მთავრობის მეთაურს ტელეფონით ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ბინალი ილდირიმის განსაკუთრებულ წვლილს ბოლო წლების განმავლობაში თურქეთის ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია აზერბაიჯანში გუშინ გაიმართა. ღონისძიებას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ცერემონიაში მონაწილეობდნენ თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი.