სამართალი
ის ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად იმუშავებს და კორუფციაში იქნება შემჩნეული, პირდაპირ ჩემი მტერი იქნება! - კახი კალაძე

      საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი.ის ადამიანი, ვინც ამას იკადრებს და გააკეთებს, პირდაპირ ჩემი მტერი იქნება. პირდაპირ ვეტყვი ასეთ ადამიანებს, რომ შეეძლებათ, თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები. ის ნდობა და ის იმედი, რაც თბილისელებს აქვთ ჩემს მიმართ, ყველაფერს გავაკეთებ ამ ნდობის გასამართლებლად. შესაბამისად, ადამიანების მიმართ, ვინც კორუფციაში იქნებიან შემჩნეულნი, ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვექნება“, - განაცხადა თბილისის ახალმა მერმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.