პოლიტიკა
წინა წელთან შედარებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი 33%-ით გაიზარდა - გიორგი კვირიკაშვილი

      საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. „დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვმა 860 000-ს მიაღწია, აქედან ნახევარი საქართველოს მოქალაქეა, ნახევარი კი არის უცხოელი ვიზიტორი მსოფლიოს 97 ქვეყნიდან. ეს, პირველ რიგში, ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ერთვება ისეთ პროგრამებში, როგორცაა მიკრო გრანტების პროგრამა“, უმასპინძლე საქართველოში“, აქვს შესაძლებლობა, რომ ამ პროგრამების მეშვეობით წამოიწყონ ბიზნესი, არჩინონ საკუთარი ოჯახი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ 3 500 000 ლარი შეადგინა მარტო მარტვილის კანიონისა და მისი შემოგარენის მოსახლეობისთვის შემოსავლებმა. ეს სწორედ იმითაა განპირობებული, რომ იქ აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ინფრასტრუქტურა მოეწყო“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.