საზოგადოება
თავსატეხად გვექცა მისი სიძეობა! - მეუფე დიმიტრიმ პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსზე ილაპარაკა და დეკანოზი მამალაძე ციხეში მოინახულა

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მან არ იცის, როგორ მოხვდა სოსო ოხანაშვილის ჩვენების აუდიოჩანაწერი ჟურნალისტებთან. საკუთარ სიძეზე მეუფე დიმიტრი ამბობს, რომ ის ფიცხი პიროვნებაა და ამის გამო ხშირად უთქვამთ საყვედური მისთვის.
ხშირად ყოფილა საუბარი მის უხეშობასთან დაკავშირებით, რაზეც მეუბნებოდა, რომ მე სამსახური მაქვს ასეთიო. ვესაუბრე ჩვენების შემდეგ და ვკითხე - თუ ხარ ამ საქმეში? ის ამბობს, რომ ის ვერ გაავრცელებდა თავის ჩანაწერს, რადგან ვარ უცხოეთშიო და ჟურნალისტებთან კავშირი არ მაქვსო. მეც გაოცებული ვარ, რა კავშირშია მჩხიბაობა ციანიდის საქმესთან, ან პატიმრების შეწყალება. მოჭორიკნე ბერივით მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში, რომ გითხრათ, რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მასთან - არც ისე. რამდენჯერმე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ გამოეჩინა მეტი გონიერება", - ამბობს მეუფე დიმიტრი.
ამასთან, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა კანოზ გიორგი მამალაძე დაკავების შემდეგ ციხეში პირველად მოინახულა. სწორედ მეუფე დიმიტრი არის დაკავებული დეკანოზის მოძღვარი, აგრეთვე, გიორგი მამალაძე წლების განმავლობაში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მსახურობდა.
მეუფის დიმიტრის თქმით, დეკანოზ მამალაძეს  .. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიმართ დღემდე არაერთი კითხვა აქვს. შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში მსჯავრდებული ამჟამად თავს ცუდად გრძნობს და მიიჩნევს, რომ რეზონანსული საქმე საპატრიარქოს და მისი, ანუ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული.
მიტროპოლიტის თქმით, დღევანდელი შეხვედრის შესახებ პატრიარქი ინფორმირებულია. როგორც მეუფე ამბობს, ილია მეორე გიორგი მამალაძის საქმეზე გაორებულ მდგომარეობაშია...