საზოგადოება
1 ევრო - 3 ლარი, 1 დოლარი - 2, 58 ლარი: ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტის კატასტროფული გაუფასურების ფონზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე განმარტებების გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს, განცხადებებს ფინანსთა სამინისტროშიც არ აკეთებენ.
მმართველი გუნდი არჩევნებიდან 4 დღეში ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს, ოპოზიციის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ ლარის კურსის ვარდნაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. მათი პროგნოზით, მომდევნო დღეებში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება.