პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის! - ირაკლი კობახიძე

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ქნესეთის თავმჯდომარის იული იოელ ედელშტეინის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა.
"ჩვენ აღვნიშნავთ 25 წლისთავს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან. ეს მხოლოდ ფორმალური დღე არ არის, ეს ნამდვილად აღსანიშნავია. არ გვჭირდება ერთმანეთისთვის იმის შეხსენება, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური კავშირი არ იყო. ახლა, 25 წელიწადში, ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო დელეგაციების - მეგობრობის ჯგუფების, სხვადასხვა საკომიტეტო დელეგაციების გაცვლითი ვიზიტები აქტიურია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს, ხალხებსა და პარლამენტებს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიის ხელმძღვანელობით ისრაელში 24 ოქტომბერს გაემგზავრა.