აქტუალური
მე ამ ხელისუფლების დახმარებით და მხარდაჭერით ვარ მოსული, ეს მე არასდროს მავიწყდება. ყოველთვის მადლობელი ვარ! - პრეზიდენტი მარგველაშვილი

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. “თუ მანამდე ჩემთვის ნათელი იყო, რომ  უნდა ვყოფილიყავი კრიტიკული წინა ხელისუფლებების მიმართ, მერე უცებ ვიყავი ამ ხელისუფლების ნაწილი და თანამოაზრე, მათთან ერთად, მათი დახმარებით და სერიოზული მხარდაჭერით მოსული პრეზიდენტი. ეს მე არასდროს მავიწყდება. ყოველთვის მადლობელი ვარ იმ პოლიტიკური სტრუქტურების, რომლებიც მხარს მიჭერდნენ ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროსთან“ ინტერვიუში.