სამართალი
მმართველმა პარტიამ მოიგო კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით და ეს მისალოცია, მაგრამ მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე კიდევ შეგვიძლია, ბევრი ვიმსჯელოთ - მარგველაშვილი

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი კონცენტრირებული გაქვს ერთი პარტიის ხელში, ეს საშიშროებაა.
თუ მცირე დეტალებს შევხედავთ, ვიტყვით იმასაც, რომ ახლა უკვე გვაქვს ისეთი ოლქები და უბნები, სადაც ერთი ხმით, ათი ხმით იგებენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ჩვენ ვნახავთ, რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ თვითონ საარჩევნო პროცესს.
...
მე მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ როდესაც არ არის მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი, ანა-ბანას ვლაპარაკობ, მაშინ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან ძნელი პერიოდი დგება. ასეთი ძნელი პერიოდი დამდგარამოქალაქეთა კავშირისთვის”, ”ნაციონალური მოძრაობისთვის”. მე არ მინდა, რომ ხელისუფლების კონსოლიდაციით და საკუთარი სიძლიერით აღფრთოვანებულმაქართულმა ოცნებამამ რთულ გზაზე დაიწყოს სვლა. არცქართული ოცნებისთვისმინდა და არც ჩვენი სახელმწიფოსთვის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.