სამართალი
ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა საპატიმრო დატოვა, მას ერთწლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა

      საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ხიზანიშვილი სასჯელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იხდიდა. მას წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი, გაფლანგვის მუხლში კი გამართლდა. ხიზანიშვილს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა.
ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრის ბესიკ სურმავას საქმეზე, ე.წ. მოსმენების ეპიზოდზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი გირაოთი იყო გათავისუფლებული და 2015 წელს ის სასამართლო დარბაზში დააკავეს.
ხიზანიშვილი 2012 წლამდე სხვადასხვა დროს იყო შსს- ადმინისტრაციის უფროსი, შს მინისტრის მოადგილე და დედაქალაქის მაშინდელი მერის გიგი უგულავას მოადგილე.