საზოგადოება
კახა კალაძე: საზოგადოებასთან საკრებულოსა და მერიის კომუნიკაციის ფორმა ჩემთვის მიუღებელი იყო (ვიდეო)

      საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. "საზოგადოებასთან საკრებულოსა და მერიის კომუნიკაციის ფორმა, რაც წლების განმავლობაში იყო, ჩემთვის მიუღებელია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა (ვიდეო იხ. აქ)
"ცუდი კომუნიკაცია იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალაქის საკეთილდღეოდ უამრავი ისეთი პროექტი განხორციელდა, რომელთა შესახებ მხოლოდ მოსახლეობამ კი არა, ბევრმა ჩვენმა თანაგუნდელმაც კი არ იცის. ეს ზოგადად ჩვენი პრობლემაა, არა მხოლოდ მერიის, მთავრობასაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემები. შესაბამისად, ვერ ვახერხებთ, მოსახლეობასთან მივიტანოთ ის გაკეთებული საქმეები, რომლებიც 2012 წლიდან შესრულდა. ამ მიმართულებით ჩვენ ცვლილებებს განვახორციელებთ და სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან პირადად ჩემთვის და გუნდისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - აცხადებს თბილისის ახლად არჩეული მერი.