პოლიტიკა
სააკაშვილს უარი ეთქვა დევნილის სტატუსზე, მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ამიტომ მისი დეპორტაციის ან ექსტრადიციისათვის რაიმე დაბრკოლება არ არსებობს! - უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო

      საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. „ახალი ამბავი გვაქვს. თუკი ადრე მე ვაცხადებდი, რომ სააკაშვილს აქვს სტატუსი, რომელიც შეუძლებელს ხდის რაიმე ხერხით მის დეპორტაციას ან ექსტრადიციას, ახლა სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მას უარი უთხრა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რაზეც მან განცხადება დაწერა, და ბატონ სააკაშვილს, როგორც ყოველთვის, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. ამიტომ ამჟამად სააკაშვილი არის აპატრიდი საგანგებო გარემოებების გარეშე, რომლებსაც შეეძლოთ დეპორტაციის ან ექსტრადიციის თავიდან აცილება“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ.