პოლიტიკა
”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, ქუთაისსა და მარტვილში არჩევნების მორიგი რაუნდი მაინც გაიმართება

      საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.
კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კანდიდატი უარს განაცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, შესაბამისად, მისი მონაცემები მაინც იქნება ბიულეტენში მოცემული, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ 5-საათიანი დაძაბული სხდომის შემდეგ მიიღო. პარტიის ლიდერებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.
მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ პარტიანაციონალურმა მოძრაობამგადაწყვიტა, რომ არ მიიღოს მეორე ტურში მონაწილეობა, - აცხადებს ნიკა მელია.