აქტუალური
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკისა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

      საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. მხარეებმა ბრიტანეთ-საქართველოს თანამშრომლობის, პოლიტიკის, თავდაცვისა და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი დაესწრო. უორდროპის დიალოგის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უილტონ პარკს შორის, რაც მიზნად ისახავს სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების მოწყობას.
პარტნიორობის ფარგლებში გაფორმდება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.