საზოგადოება
მთელი დებატების დროს ოპონენტების დიდი ნაწილი ჩემზე საუბრობდა, ისინი არ საუბრობდნენ სამომავლო გეგმებზე! - კახა კალაძე

      საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება, ცილისწამება, თუნდაც დამკვირვებლებთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ ცესკომ განაცხადა, რომ დარღვევა არ არსებობს, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ "პოსტსკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.
სულ ვამბობდი, რომ როდესაც მერი გავხდები, მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა ადამიანთან, ვისაც ექნება კონკრეტული ხედვა ქალაქთან დაკავშირებით. მე ვიქნები ღია და გამჭვირვალე, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე - სამოქმედო პროგრამებიდან გამომდინარე, რომელ ოპონენტთან შეიძლება თანამშრომლობა? -  კალაძემ აღნიშნა, რომ მერობის კანდიდატები ძირითადად საუბრობდნენ მასზე და არა სამომავალო გეგმებზე, თუმცა დასძინა, რომ, მაგალითად, გიორგი ვაშაძე საარჩევნო პროგრამასა და ხედვებზე ლაპარაკობდა.