პოლიტიკა
უორდროპის დიალოგის ფარგლებში განიხილავენ ბრიტანეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულებით

      საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მე-4 შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ბრიტანეთის მხრიდან კი გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დანკანი დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ბორის ჯონსონთან, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან სერ ალან დანკანთან, ლორდ-მერთან, ვაჭრობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ მარკ პრიჩარდთან, საგარეო ვაჭრობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გრეგ ჰენდსთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის სხვა წევრებთან.