აქტუალური
საქართველოსთვის სასურველი ევროპა: დიდი ბრიტანეთი გაეროსგან მოითხოვს, აიკრძალოს ორსულების ქალებად მოხსენიება და შემოვიდეს ტერმინი „ორსული ადამიანი“!

      საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გაეროს თხოვნით მიმართა, უარი ითქვას ტერმინზე ორსული ქალი და ყოფა-ცხოვრებასა თუ დოკუმენტებში ის შეიცვალოს ტერმინით ორსული ადამიანი, იუწყება Times. ცვლილებები შეტანილი უნდა იქნეს დიდი ბრიტანეთის მიერ 1976 წელს ხელმოწერილ საერთაშორისო პაქტში გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა და რატიფიცირება გაუკეთა 168 ქვეყანამ, ეფუძნება ადამიანის უფლებათა 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ორსული ქალი განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული. თუმცა, ოფიციალური ლონდონის აზრით, მოცემული ტერმინი გამორიცხავს ტრანსგენდერებს, რომლებიც ასევე შეიძლება ორსულად იყვნენ.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქალების წინააღმდეგ განწყობილი არ არიან. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ორსული ქალების სიცოცხლის უფლებას და ვთხოვეთ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ამ უფლებიდან არ გამორიცხოს ტრანსგენდერები, - განმარტეს დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.
მინისტრები, ასევე, მსჯელობენ ინგლისურ კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შეტანაზე, რომლებიც საშუალებას მისცემს ბრიტანეთის ქვეშევრდომებს, დამოუკიდებლად, სამედიცინო მტკიცებულებების წარდგენის გარეშე დაადასტურონ სქესის შეცვლა“...