პოლიტიკა
მეორე ტური, სავარაუდოდ, ქუთაისის 59-ე, ყაზბეგის 29-ე, ხაშურის 35-ე, ბორჯომის 36-ე, ოზურგეთის მე-60 და მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქებში გაიმართება

      საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მეორე ტურის ჩატარების უკიდურესი ვადა 15 ნოემბერია.
არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები აჯამებენ არჩევნების შედეგებს. როდესაც ჩვენ გვექნება საბოლოო შეჯამებული შედეგები, შევძლებთ, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25- დღეს. ეს ვადა, 15 ნოემბერი, შეიძლება იყოს უკიდურესი, რაც გაწერილია ცესკო- საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში. თუმცა, თუ არ იქნა საარჩევნო დავები და რაიმე პრობლემები, უკიდურესი ვადის გამოყენება არ იქნება აუცილებელი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკო- თავმჯდომარის განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური, სავარაუდოდ, ქუთაისის 59-, ყაზბეგის 29-, ხაშურის 35-, ბორჯომის 36-, ოზურგეთის მე-60 და მარტვილის 65- საარჩევნო ოლქებში გაიმართება.