საზოგადოება
ჰამიდ ქარზაი: “აშშ ცდილობდა, ექსტრემისტულ ქვეყნად გადავექციეთ იმისათვის, რომ რელიგია სსრკ-ის წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინა! ჩვენ ჯონ კერის დემოკრატია არ გვჭირდება”

       საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ავღანეთის ექსპრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის გამოსვლიდან საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაი-2017“-ის XIV სესიის პლენარულ შემაჯამებელ სხდომაზე სოჭში, 2017 წლის 20 ოქტომბერს:
„ჩვენ მუსლიმანური ქვეყანა ვიყავით, ჩვენ მორწმუნე მუსლიმანური ქვეყანა ვიყავით, მაგრამ ჩვენ ზომიერი ქვეყანა ვიყავით. არასდროს ვყოფილვართ ექსტრემისტული ქვეყანა, ჩვენ ძველებურად ზომიერ ქვეყნად ვრჩებით. მაგრამ აშშ ცდილობდა, ექსტრემისტულ ქვეყნად გადავექციეთ იმისთვის, რომ რელიგია სსრკ-ის წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინა. ამიტომ ისინი იწვევდნენ ჩვენს წინააღმდეგობას სსრკ-სთან და ამბობდნენ, რომ ბოლო ავღანელამდე იბრძოლებდნენ სსრკ-სთან.
ეს კონფლიქტი ორი დამარცხებულით დამთავრდა - სსრკ-თი და ავღანეთით. ორივე ქვეყანა ძალიან დაზარალდა, ავღანეთი - გაცილებით უფრო მეტად. ამის შედეგებს დღესაც ვხედავთ. აშშ კი გარკვეული დროით ერთადერთი ზესახელმწიფო ან ჰიპერსახელმწიფოც კი გახდა...
როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ჩვენ მართლაც ძალიან მაგარი დემოკრატიული ქვეყანა ვართ. იმიტომ რომ, როგორც გუშინ გითხარით, ყოველი ავღანელი საკუთარი თავის მბრძანებელია. ჩვენ ძალიან ეგალიტარული ქვეყანა ვართ და ეს ეგალიტარიზმი საფუძველს გვაძლევს დებატებისა და მსჯელობისათვის. ოღონდ ეს ჩვენი საკუთარი დებატები უნდა იყოს. ეს არ არის ჯონ კერის დემოკრატია, ეს ჩვენი დემოკრატია უნდა იყოს. ის არ უნდა ჩამოდიოდეს აქ და არ უნდა ითვლიდეს ხმებს ან განსაზღვრავდეს ხმის მიმცემთა რაოდენობას ამა თუ იმ რეგიონში. ეს ჩვენი დემოკრატიაა, ჩვენ თვითონ უნდა ვავითარებდეთ მას იმგვარად, როგორც ჩვენს ტრადიციებს შეესაბამება. როგორც ჩინელებმა თქვეს, ჩვენ განვითარების საკუთარი მოდელი უნდა ავირჩიოთ. და ეს სწორი კურსია“.