პოლიტიკა
არავის მივცეთ საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე! - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე წინასაარჩევნო გარემოს შეეხო და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გააკეთა განცხადება. მან სახელმწიფო უწყებებს ადმინისტრაციული რესურსების გამოუყენებლობისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ მმართველი გუნდის სიძლიერე განსხვავებული აზრის პატივისცემაშია.
"ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს და ამაშია  დიდი განსხვავება და ის ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს. მას  შემდეგ  ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს მნიშვნელოვანი ცვლილება.  მჯერა, ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანაში განხორცელდა და დარწმუნებული ვარ, რომქართული ოცნებისმიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია სათანადოდ იქნება დაფასებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.