საზოგადოება
«ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის იტალიაში ყოფნა უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს” - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

      საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. "ამის თაობაზე არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებია იტალიის  ხელისუფლებას. მათი მხრიდან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა თვალნათელია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
რაც შეეხება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, .. საგარეო საქმეთა  მინისტრის ყოფნას იტალიაში, ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს.
ეს არის რუსეთის უკანონო მცდელობის გაგრძელება საოკუპაციო რეჟიმის რაიმე ფორმით ლეგიტმაციის მიზნით", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.