სამართალი
"გაუგებარია, რატომ უნდა შეისწავლოს კომისიამ მამალაძის ცხოვრება და საქმიანობა ახლა, როცა ის წლებია, უმაღლეს თანამდებობას იკავებდა?!" - თორნიკე მამალაძე

      საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. "ციანიდის საქმეზე" დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე „პირველ რადიოსთან" საუბრისას საპატრიარქოში შექმნილი საგამოძიებო კომისიის აზრს ვერ ხედავს. მართალი გითხრათ, დიდი მოლოდინი არ მაქვს. როგორც გავიგე, მეუფე იაკობი უნდა იყოს კომისიის წევრი, მეუფე იაკობი კი პირველი დღიდან იბრძვის, რომ მამა გიორგი მამალაძეს ეს დანაშაული დააბრალონ. ამხელა თანამდებობა ეკავა ადამიანს და ახლა თუ აპირებენ მისი ცხოვრების განხილვას, კარგად ყოფილა საქმე.
ვიცით, რომ მეუფე იაკობი ილტვის, რომ ამ კომისიაში მოხვდეს და ახლაც შეეცდება, რომ კომისიის წევრებიც თავის ჭკუაზე გადაიყვანოს. ის ეცდება, ამ კომისიაში შეიყვანოს ის პირები, რომელთა მართვასაც შეძლებს. თუ გამოუვიდა, დეკანოზის საქმეს მეუფე იაკობი და შორენა განიხილავენ - შედეგს თავად მიხვდით", - ამბობს თორნიკე მამალაძე.