პოლიტიკა
„სამხრეთ ოსეთი აგრძელებს დიპლომატიურ მუშაობას მსოფლიოში რესპუბლიკის აღიარების და სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისთვის“ - დიმიტრი მედოევი

      საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. იტალიაში ვიზიტის დრო დადგა. ეს ერთ-ერთი ისეთი ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ ოსეთის მიმართ შესამჩნევ ინტერესს უკვე უახლეს დროში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამჟღავნებს“, - განაცხადა, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა, რომელიც აპენინებზე სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ეს ვიზიტი იტალიური პროვინცია პეზარო-ე-ურბინოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ალბერტო დრუდის მიწვევით განხორციელდა. მინისტრის თქმით, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის პერსპექტიული სფეროები შესაძლოა გახდეს მევენახეობა და მეღვინეობა, ყველის წარმოება, ხორცის გადამუშავება, მინერალური წყლის ჩამოსხმა. მან მიუთითა, რომ სამხრეთ ოსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის და მოხარული იქნება იტალიელი მეწარმეების რესპუბლიკაში ხილვით.
„ამ ვიზიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია პარტიათაშორისი კავშირის დამყარება. მე საპარლამენტო უმრავლესობის პარტიის „ერთიანი ოსეთის“ წარმომადგენელი ვარ და ჩვენთვის ძალზე საინტერესოა პარტიათაშორისი კავშირების დამყარება და განვითარება, მათ შორის, იტალიელ კოლეგებთან“, - მიუთითა მედოევმა.
მედოევის თქმით, რომში ის შეხვდა ევროპარლამენტში სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წარმომადგენელს, ცნობილ იტალიელ ჟურნალისტს ჯულიეტო კიეზას. გარდა ამისა, მოინახულებს იტალიაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობას, რომელსაც მაურო მურჯა ხელმძღვანელობს. მინისტრის გეგმებში შედის, აგრეთვე, ფლორენციაში, ვერონასა და ვენეციაში გამგზავრება