პოლიტიკა
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება

      საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცესკო-მ რეგისტრაციაში გაატარა 71 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 30 საერთაშორისო და 74 მედიაორგანიზაცია.  პრესსპიკერის განმარტებით, 21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე 3 ბიულეტენის შევსება მოუწევს.
პირველი - ღია ცისფერი ბიულეტენი, რომლის მეშვეობითაც ამომრჩეველი ირჩევს  პარტიას ან საარჩევნო ბლოკს;
მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი, განკუთვნილია საკრებულოს დეპუტატის ასარჩევად;
მესამე - ღია მწვანე ბიულეტენი კი განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის ასარჩევად.
"
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიები მიიღებენ ბიულეტენებს. ისინი კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა ბიულეტენებს გადასცემენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. ასევე დაიბეჭდა ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, რომლებიც თითოეულ საარჩევ უბანზე იქნება გამოკრული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამომრჩევლის ბარათების დარიგების პროცესი, სადაც ამომრჩეველი მიიღებს ინფორმაციას, თუ სად არის განთავსებული მისი საარჩევნო უბანი", - განაცხადა ანა მიქელაძემ.