აქტუალური
„ლიბერთი ბანკის" აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები გახდნენ

      საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. სს ლიბერთი ბანკმა" (Liberty Bank) აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელის შეცვლის შესახებ განაცხადა — აქციების 74,6%-ზე მეტი შეიძინა ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა კომპანიამ European Financial Group B.V. (EFG).
ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარული მფლობელები გახდნენ აშშ-ის მოქალაქეები ირაკლი რუხაძე და იგორ ალექსეევი, ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მარსონი, აღნიშნულია ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ეს გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან EFG-მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობით აქტივებს ფლობენ და მართავენ; მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნეს-სექტორის და, განსაკუთრებით, საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა", — ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ბანკის ხელმძღვანელობა ახალ აქციონერებთან ერთად ბანკის ზრდასა და განვითარებას ელოდება, რათა გაუმჯობესდეს კლიენტების მომსახურება და საქართველოს საბანკო სექტორი.ლიბერთი ბანკს" საქართველოს საბანკო სექტორში ერთობლივი აქტივების ოდენობით — 1,6 მილიარდ ლარზე მეტი (2017 წლის 30 ივნისის მონაცემებით) — მესამე ადგილი უჭირავს. მისი საბაზრო წილი 5,6%-ია.ლიბერთი ბანკი" სახელმწიფო "აგრომრეწვბანკის" მემკვიდრეა, რომელიც 1994 წელს იქნა პრივატიზებული. 2002 წელს მას „საქართველოს სახალხო ბანკი" ეწოდა, ხოლო 2010 წელს — „ლიბერთი ბანკი". ბანკს ფილიალების ყველაზე მსხვილი ქსელი აქვს და დაახლოებით 1,6 მილიონ ფიზიკურ პირსა და 77 ათასზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.ლიბერთი ბანკს" ქვეყანაში პენსიებისა და სხვა სოციალური გადახდების გაცემის ექსკლუზიური უფლება აქვს.
Sputnik-georgia