საზოგადოება
„ეს არის საპროტესტო გათიშვა!" - „რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "მარაო" და "კომედი არხი" - მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორებმა გათიშეს

      საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "მარაო" და "კომედი არხი" - გუშინ 12:00 საათიდან ტელეარხების მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორებმა გათიშეს. მიზეზი თანხაა, რომელსაც ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელებაში კომპანია "მედია რაითს ჯორჯია" ითხოვდა. საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის დირექტორი თეონა ბერუაშვილი აცხადებს, რომ საკაბელო ოპერატორებმა მოლაპარაკების წარმოების ყველანაირი შესაძლებლობა ამოწურეს და ექვსივე არხი სწორედ ამის გამო გათიშეს.
ეს არის საპროტესტო გათიშვა. პროტესტის უფლება აქვს ყველას, ეს არის კანონით გათვალისწინებული, ამას ვერავინ ვერ აუკრძალავს ოპერატორებს. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ ყველამ იცოდეს, რა ხდება და რა შეიძება, რომ მოხდეს, - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.