სამართალი
შსს ვიდეოს ავრცელებს, სადაც ასახულია, როგორ გეგმავენ „გორგიას“ დირექტორის გატაცებას (ვიდეო)

      საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული . ., 1980 წელს დაბადებული . ., 1987 წელს დაბადებული . . და 1959 წელს დაბადებული . . თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით მოქალაქე . -ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. განზრახვის აღსრულების მიზნით მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული (ვიდეო იხ. აქ).  
სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს.