საზოგადოება
რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, როცა არ მიანიჭა მოქალაქეობა საქართველოში დაბადებული ადამიანების უმრავლესობას? - თეა წულუკიანი

      საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი ანგარიში წარმოადგინა. "2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე 79 ფერეიდნელ ქართველს მიეცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობაზეკომისიამ სულ 32 523 უცხოელისთვის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნაზე იმსჯელა, 2311 შემთხვევაში გამოსცა დადებითი გადაწყვეტილება და გადაეგზავნა პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ 86%-ის შემთხვევაში საქმე ეხება საქართველოში დაბადებულ ადამიანებს, ან საქართველოში დაბადებულ ყოფილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც 90-იან წლებში საზღვარგარეთ წავიდნენ, დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და ახლა გადაწყვიტეს, დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენმა სააგენტომ სწორედ ასეთ პირებზე გასცა დადებითი დასკვნა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.