საზოგადოება
აუცილებელია კეთილი ნების ქვეყნების მიერ საერთო სტრატეგიის შემუშავება, რომელიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას პასუხს გასცემს - გიორგი მარგველაშვილი

      საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს აგებს ჩვენს ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომელიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის. ამას ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, სახელმწიფო, რომელსაც უნდა ამაღლებული პასუხისმგებლობა ჰქონდეს, როგორც  მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს და კეთილი ნების ქვეყნებმა უნდა მოვახერხოთ, რომ შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხს გასცემდა რუსეთის პოლიტიკას თავიანთი მეზობლების მიმართ, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.