სამართალი
თანაგრძნობას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლის გამო, ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი - ჯეიმს აპატურაი

      საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოში ინტეგრაციაზე, უსაფრთხოებისა და შეიარაღებული ძალების რეფორმაზე ისაუბრეს. ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები, საქართველოს ხელისუფლების წევრები და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ესწრებოდნენ. ჯეიმს აპატურაის საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრები ჰქონდა.
„მადლობა გადავუხადე მინისტრს და ქართველ ხალხს იმ წვლილისთვის, რომელიც ავღანეთის მისიაში შეგაქვთ. ამ დახმარებისთვის მართლაც ძალიან მადლობლები ვართ და თანაგრძნობას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლის გამო. ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. საქართველო წარმატებით ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას თავდაცვის სფეროში და ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ მის მხარდასაჭერად. გვაქვს არსებითი პაკეტი, ასევე სწავლებები, მომავალი თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ისედაც ასეა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.