პოლიტიკა
ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, თუ ჩვენი მეზობლები უსაფრთხოდ და სტაბილურად იგრძნობენ თავს! - ჯეიმს აპატურაი

      საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიმართა. შეკავების პოლიტიკა სამი ელემენტისგან შედგება. უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპა იყოს უსაფრთხო და ამისთვის საჭირო იქნება, გავაძლიეროთ თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკა. ბოლო მონაცემით, ჩვენი ტექნიკაც და კონტიგენტიც აღმოსავლეთ ევროპაში გასამმაგდა, რაც ჩვენი პარტნიორბის მიერ შეტანილი წვლილი და დამსახურებაა. ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, თუ ჩვენი მეზობლები უსაფრთხოდ და სტაბილურად იგრძნობენ თავს. საქართველო ასპირანტი ქვეყანაა, მაგრამ მრავალი წელია, ის ჩვენი მეგობარი და პარტნიორია, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.