აქტუალური
ეს არის ჩვეულებრივი შური! - ასე ხსნის თარხან-მოურავი, თუ რატომ გახდა "პატრიოტთა ალიანსი" პრორუსული ძალის წარმომადგენლის ნინო ბურჯანაძის თავდასხმების ობიექტი

      საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია და ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" "პატრიოტთა ალიანსს" კრემლიდან დაფინანსების მიღებაში, ივანიშვილთან გარიგებასა და ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ. საპასუხოდ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ლეიბორისტების ლიდერს შალიკო ნათელაშვილს ანალოგიურ ბრალდებას უყენებს. მას ასევე უკვირს, რატომ გახდა კიდევ ერთი პრორუსული ძალის წარმომადგენლის, ნინო ბურჯანაძის თავდასხმების ობიექტი. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა რესპუბლიკელებიც გააკრიტიკა და პარტია ქვეყნის დაშლაში დაადანაშაულა.
ოპოზიციური ძალების კრიტიკის მიუხედავად, თარხან-მოურავი მოსკოვში მაინც მიდის. "პატრიოტთა ალიანსის" დელეგაცია მოსკოვში ახალ წლამდე კიდევ ჩავა. "ჩვენ ვუთხარით მოსკოვში, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ნაოსკენ არ შეცვლება და ამიტომ თავიდანვე არ განიხილება. სამაგიეროდ, ჩვენ შევთავაზეთ სამხრივი ფორმატი "საქართველო-ნატო-რუსეთი", რომლითაც ისინი დაინტერესდნენ, უბრალოდ, გვითხრეს, რომ ის ჯერ ძალიან ნედლია...
რაც შეეხება საქართველოს, ვენ უნდა გავიგოთ, რომ 3-მილიონიანი საქართველო 150-მილიონიან რუსეთს ძალით ვერ მოუგებს, ამიტომ საჭროა მოლაპარაკებები, მათ შორის - აფხაზთთან და სამხრეთ ოსეთთან, სადაც ჩასვლას ვაპირებ. მაგრამ ვისაც არ მოსწონს ჩვენი პროექტი "საქართველო-ნატო-რუსეთი", თავისი შესთავაზოს. კი ბატონო, მათი სხვა წინადადება განვიხილოთ! მაგრამ საქმე ისაა, რომ მთელი ეს წლბი არავის არაფერი შეთავაზებია რუსეთთან მიმართებაში, ხოლო პოზიცია "არ დაველაპარაკები" არ არის სწორი, ესე დიდი პოლიტიკა არ კეთდება!", - განაცხადა თარხან-მოურავმა პრესკონფერენციაზე.