ორპირა დასავლეთი: „ნატო საგანგებო ქვედანაყოფებს შექმნის საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად“ - რა წერია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში
პუბლიკაციები
ორპირა დასავლეთი: „ნატო საგანგებო ქვედანაყოფებს შექმნის საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად“ - რა წერია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

      საქართველო, 10 ოქტომბერი. საქინფორმი. ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების მუდმივ კომიტეტში მიღებული იქნა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს „სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისათვის დახმარების გაფართოებას“. რეზოლუციის დეკლარაციულ ნაწილში - „ინფორმაციის, როგორც იარაღის გამოყენებისათვის წინააღმდეგობის გაწევა“ - „საფრთხე საინფორმაციო სფეროში რუსეთის მხრიდან“ გათანაბრებულია საფრთხესთან ისლამური სახელმწიფოს მხრიდან.
რეზოლუცია ადგენს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა კერძო მედია კომპანიებთან ურთიერთქმედებით უნდა შეიმუშაონ და შექმნან საგანგებო ქვედანაყოფები ცრუ ახალი ამბების, მტრული პროპაგანდის გამოჩენის მუდმივი მონიტორინგის და ფაქტების დახმარებით მათთან დაპირისპირების მიზნით.
გარდა ამისა, რეზოლუციაში ლაპარაკია საარჩევნო კამპანიების, პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კომისიების კიბერშეტევებისაგან დასაცავად გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფის შესახებ: „ცრუ ახალი ამბების მხრიდან საფრთხის საპასუხოდ უზრუნველყოფილი იქნეს ჟურნალისტური სტანდარტების მოდერნიზაცია და აქცენტი გაკეთდეს ფაქტების შემოწმების მნიშვნელობაზე, დამოუკიდებელ საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე“.
დოკუმენტი ითვალისწინებს „შემზღუდველი ზომების გაგრძელებას ტერორისტების ონლაინ აქტიურობის, სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული ძირგამომთხრელი და დეზინფორმაციული კამპანიების მიმართ, ექსტრემისტული კონტენტის ამოღებას კერძო მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობით საერთაშორისო სანქციების შემოსაღებად იმ პირების მიმართ, რომლებიც რუსეთს ჩაბმული ჰყავს საინფორმაციო სივრცის მილიტარიზაციაში“.
რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს „მედია-კომპანიების და სოციალური ქსელების წახალისებას (ანუ, საქართველოში გრანტების გადარიცხვას სააკაშვილის ტელეკომპანიას „რუსთავი 2“, თამარ კინწურაშვილის „მედიის განვითარების ფონდს“, ვანო მერაბიშვილის შექმნილ „ნაცმოძრაობის“ ბლოგერებს ჯგუფს და მსგავს კარგად ლუსტრირებულ „არასამთავრობო ორგანიზაციას“ - საქინფორმი)  უკანონო კონტენტის ალაგმვისაკენ, ანტიტროლინგური სოფტის და ფაქტების შესამოწმებლად პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, აგრეთვე ალგორითმების ადაპტაციას პროფესიული ჟურნალისტიკის გაძლიერების და სოციალური ქსელების მომხმარებელთა ონლაინ-დევნისაგან დაცვის მიზნით“.
საქინფორმი: ესეც თქვენ დასავლეთის ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი - ერთის მხრივ, მედიის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის გამოცხადება, მეორეს მხრივ - ცენზურის შემოღება და რეპრესიული ზომების მიღება ბოლშევიკურ - ფაშისტურ საუკეთესო ტრადიციებში!