თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა ჯამში, წინა წელთან შედარებით, 46 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს - 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი
პუბლიკაციები
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა ჯამში, წინა წელთან შედარებით, 46 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს - 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 12 მილიარდ ლარზე მეტი იქნება. „ბიუჯეტის მოცულობა, წარმოდგენილი ვერსიის მიხედვით, იზრდება დაახლოებით 949 მილიონი ლარით და შეადგენს 12 მლრდ 364 მლნ 500 ათას ლარს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძე.
თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციას პრიორიტეტებთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები აქვს, კერძოდ - რატომ არის 46 მილიონით ნაკლები თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება?
ოპოზიციის კრიტიკულ შენიშვნებს გიორგი კაკაურიძე პასუხობს და განმარტავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა ჯამში, წინა წელთან შედარებით, სამინისტრო 46 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს და ეს გამოწვეულია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით .. ფრანგული პროექტის დასრულებით.