სამართალი
პირველი სიის ჩავარდნას იმ გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა! - თეა წულუკიანი

      საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ასე შეაფასა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნა. „პირველი სიის ჩავარდნას იმ გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გუშინაც კი საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პარალელურად მუშაობდნენ, მაგრამ საქართველოს ღირსეულმა კანდიდატებმა და ღირსეულთა შორის ღირსეულმა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ევროპელი დეპუტატების“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა. სტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს.