სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილ მამია ალსანიას, გურამ გაბესკერიას და კიდევ 23 დაღუპულს თბილისში გადმოასვენებენ (სრული სია)
პუბლიკაციები
სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილ მამია ალსანიას, გურამ გაბესკერიას და კიდევ 23 დაღუპულს თბილისში გადმოასვენებენ (სრული სია)

      საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან 25 პირის ცხედარი იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია. განცხადება ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს, რომლებიც სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს, 24 წლის შემდეგ ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ირაკლი ალასანიას მამის, უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას ცხედარი იდენტიფიცირებულია. მამია ალასანია 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავასთან ერთად, აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს.
მასთან ერთად გადმოასვენებენ სოხუმის მერს გურამ გაბესკერიას და გმირულად დაღუპული 23 მებრძოლის ცხედარს, რომელთა იდენტიფიცირებაც უკვე დასრულებულია. დაღუპულებს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ეროვნულ გმირებს - სოხუმის მერს გურამ გაბესკერიას, უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას და კიდევ 23 იდენტიფიცირებულ დაღუპულს 17 ოქტომბერს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
დაღუპულებს აფხაზეთში სოხუმთან ახლოს სოფელ იაშტუხაში საერთო სასაფლაოზე მიაგნეს. ცხედრების გადმოსაცემად მოლაპარკება 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. გთავაზობთ აღნიშნული პირების სრულ სიას:
გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/სოხუმის მერი;
ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონული კურატორი;
შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი;
გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე;
პაპუაშვილი გივი არჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი;
ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე);
მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;
გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი;
ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა);
სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი;
სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი";
ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;
გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;
ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი;
მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი;
შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი;
შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი
მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე;