საზოგადოება
Edison Research: გამოკითხულთა 64% დანამდვილებით აპირებს თბილისის მერის არჩევნებზე ხმის მიცემას, 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მე-2 ტური გაიმართება

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა.
კვლევაში მონაწილეთა 39%- აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მე-2 ტური გაიმართება:
70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახ კალაძე მიიღებს;
34% - ზა უდუმაშვილი
21% - ალეკო ელისაშვილი
9%
- ელენე ხოშტარია
4%
- ირმა ინაშვილი
3%
- კახა კუკავა
2%
- გიორგი გუგავა
1%
- თენგიზ შერგელაშვილი
1%
- გიორგი ვაშაძე
(მონაცემების საერთო ჯამი 100%- აჭარბებს - რესპონდენტები ერთდროულად ორ კანდიდატს ასახელებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, მე-2 ტურში გადასვლას მოახერხებდნენ, სწორედ ამიტომ პროცენტული ჯამი 100-ზე მეტია).
ამასთანავე, გამოკითხულთა 64% დანამდვილებით აპირებს თბილისის მერის არჩევნებზე ხმის მიცემას;
სავარაუდოდ კი - 19%
სავარაუდოდ არა - 6%
დანამდვილებით არა - 5%.