პოლიტიკა
Edison Research: "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?"

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა.
კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს - "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია:
"ქართული ოცნება" - 36%
"
ნაციონალური მოძრაობა" - 12%
"
ევროპული საქართველო" - 8%
ლეიბორისტული პარტია - 5%
"
პატრიოტთა ალიანსი" - 4%
"
დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
"
ახალი საქართველო" - 1%
რესპუბლიკური პარტია - 1%
არ გადამიწყვეტია - 15%
უარი პასუხზე - 8%
არავის - 9%
რაც შეეხება შეკითხვას, "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას? რომელი პარტიისთვის არც კი განიხილავთ ხმის მიცემას არანაირ ვითარებაში?" - შედეგები ასე გადანაწილდა:
"ნაციონალური მოძრაობა" - 32%
"
პატრიოტთა ალიანსი" - 27%
ლეიბორისტული პარტია - 22%
"
ევროპული საქართველო" - 21%
"
დემოკრატიული მოძრაობა" - 20%
რესპუბლიკური პარტია - 20%
"
ქართული ოცნება" - 19%
"
ახალი საქართველო" - 18%