საზოგადოება
Edison Research: 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის - ანუ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის და რუსეთთან მეგობრობის მომხრეა!

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა.
გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ მთლიანობაში ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
22% კი ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების გეზი სწორია.
15%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.
საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ დღეს ქვეყანა მიდის „უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსით“, რადგანაც დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს წინა - სააკაშვილის ხელისუფლების მიერ აღებულ გეზს.
გამოდის, რომ გამოკითხულთა 63%, და თუ მივუმატოთ ამას 15%, ვინც სიფრთხილე გამოიჩინა და პასუხზე უარი განაცხადა, გამოკითხულთა 78%-მა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მომხრეა - ევროატლანტიკურიდან ევრაზიულზე, რაც ნატოზე უარს და რუსეთთან მეგობრობას ნიშნავს!
საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ გამოკითხვა არა რუსეთმა, არამედ გავლენიანმა ამერიკულმა კომპანიაჩაატარა, და არა კრემლის, არამედ დასავლეთის ფულით შექმნილი სააკაშვილის დამარცხებული ხალხის ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის დაკვეთით.