პოლიტიკა
"ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ არ მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიღწევა უნდა ყოფილიყო" - ანა დოლიძე

      საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საკონსტიტუციო დოკუმენტის იმ ვარიანტის შესახებ ილაპარაკა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა განსხვავდება წინა დასკვნისგან იმით, რომ მასში ჩაიწერა მორიგი ორი შენიშვნა. დასკვნის სულისკვეთება იგივე დარჩა: კომისია წუხილს გამოთქვამს ერთპარტიული დოკუმენტის გამო და იმისათვის, რომ მიუხედავად თავად კომისიის თავმჯდომარის მცდელობისა, არ შეიქმნა შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო დიალოგი და შექმნილიყო კონსენსუსი.
გარდა ამისა, კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ არ მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიღწევა უნდა ყოფილიყო. ამას დაემატა მცდელობა, რომ იქნებ რაღაცნაირად გაუმჯობესდეს ის კონსტიტუცია, რომელიც უკვე მიღებულიაკომისია პირბად იღებს უმრავლესობის დაპირებას, რომ რაღაც ცვლილებები უკვე მიღებულ კონსტიტუციაში მალევე შევა, - განაცხადა ანა დოლიძემ.