სამართალი
6 წლის შემდეგ ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლის, ტექდათვალიერება 60 ლარამდე ეღირება და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს საჭის გადატანა აეკრძალებათ

      საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. 2018 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერება დაიწყება. საქართველოში არსებულმა ავტოპარკმა 7 მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს - მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი.
პირველ ეტაპზე არის ორწლიანი ციკლი, რათა მთლიანად მთელი ავტოპარკი მოვიცვათ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პირველ ტესტირებას 2018 წლიდან, ეს იქნება ორწლიანი, მაგრამ შემდეგ უკვე გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლის“, - განაცხადა „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ.
ტექდათვალიერება 60 ლარამდე ეღირება და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს საჭის გადატანა აეკრძალებათ.