აქტუალური
იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 194 მილიონ დოლარს შეადგენს

      საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მილიონი ბოთლი (0,75 ) ღვინო, რაც 63%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. რაც შეეხება ამ მონაცემების გამოსახვას რიცხვებში - იანვარ-სექტემბერში 116 მილიონი აშშ დოლარის ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის მონაცემებზე 55%-ით მეტია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ამ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ წლის ბოლოს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0,5 ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 439,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს მიაღწია.