აქტუალური
პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ვისაუბრეთ ახალ კონსტიტუციაზე... ეს იყო ნამდვილად საჭირო შეხვედრა. პრეზიდენტი თანახმაა ბონუსების გაუქმებაზეცვლილებები საჭიროა მოხდეს მოკლე ვადაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, ამაზე განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ახლა ჯერი პრეზიდენტზეა - ასახავს თუ არა შენიშვნებში იმ ორ საკითხზე ცვლილებას, რაზეც არსებობს კონსენსუსი. მდინარაძე, სავარაუდოდ, გულისხმობდა ბონუსების გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას, რომელთა შესახებ თავად პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა მარგველაშვილს, რომ ვეტო არ დაიძლევა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში პრეზიდენტისგან შენიშვნები ამ ორ საკითხზე შევა.