საზოგადოება
შეხვედრაზე ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე და ტურისტების შეფასებების ანალიზის შესაბამისად, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებელ ნაბიჯებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს

      საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს არსებული ნაკლოვანებები და ის ცვლილებები, რომელთა განხორციელება, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებლად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფო ორიენტირებულია სერვისების გაუმჯობესებაზე და მომსახურების დახვეწის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს ტურისტების - სახელმწიფოს სტუმრების შეფასებებს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ის წარმატება, რომელიც საქართველოს უკვე აქვს ტურიზმის სფეროში, კიდევ უფრო განავითარებს ქვეყანას და ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.