პოლიტიკა
საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ბოლო დროს გატაცების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. იმსჯელებენ ე.წ. საზღვრის ბორდერიზაციის და ოკუპირებულ ერედვში მიმდინარე პროცესებზე. „ცხადია, შევეხებით საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს. ვისაუბრებთ ოკუპირებულ სოფელ ერედვში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. საუბარია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი სახლების დანგრევისა და განადგურების ფაქტებზე“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.