პოლიტიკა
პრეზიდენტის მიერ 20 პარტიასთან ერთად 3 დღეში დაწერილ კონსტიტუციას ვერ გავიზიარებთ - კობახიძე

      საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. „6 ოქტომბერს შედგება პლენარული სხდომა ვენეციის კომისიის, სადაც საბოლოოდ დამტკიცდება ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით და ეს დასკვნა იქნება, ბუნებრივია, იმის შესაბამისი, რაც იყო წინასწარი დასკვნა. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ვეტოს გამოყენება, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს.
მისი უფლებაა ვეტოს გამოყენება და, შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს შეხვედრის ჩატარება. თუ ეს ვეტო შეეხება იმ ორ საკითხს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ვენეციის კომისიასთან, ბუნებრივია, ვეტო იქნება გაზიარებული, თუმცა თუ საქმე ეხება იმ კონსტიტუციას, რომელიც დაწერა პრეზიდენტმა 20 პარტიასთან ერთად, ბუნებრივია, ამ კონსტიტუციას, სამ დღეში დაწერილ კონსტიტუციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.